სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის
სახელწოდება
|
წილადები ჩვენს გარშემო
|
პროექტში
მონაწილეები
|
Vა
და Vბ კლასის მოსწავლეები
|
პროექტის
აქტუალურობა,
პრობლემის
ანალიზი
|
წილადების შესახებ მწირი ინფორმაცია, ინტეგრირება სხვადასხვა საგნებთან.კომპლექსურად
შესწავლის მიზნით ცოდნის გამთლიანება.ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,პრეზენტაციის და მაღალი
სააზროვნო უნარ-ჩვევეების განვითარება.
|
პროექტის
მიზნები
|
1)წილადი რიცხვების
ცნების უკეთესად გააზრება, თვალსაწიერის
გაფართოვება.წილადების შესახებ ცოდნის თეორიული და პრაქტიკული გაერთიანება და გამთლიანება.
2)მოძიებული ინფორმაციის
დახარისხება,დაჯგუფება, დამუშავება.
3)კრიტიკული,შემოქმედებითი,დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნება,მსჯელობის
და დასაბუთების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
|
პროექტის
ამოცანები
|
1)მოვიძიოთ ინფორმაცია წილადების შესახებ.(წარმოშობის
ისტორია),ანდაზა,გამოცანა,გამონათქვამები.ენციკლოპედია,ინტერნეტი.
2) ნახატი-,,გავაცოცხლოთ წილადები.’’
3) შევადგინოთ ცნობარი,,წილადები’’.
4) დავწეროთ მოთხრობა,ლექსი,განცხადება-წილადების
შესახებ.
5) დავამზადოთ ბროშურა-ბუკლეტი.
6)მოვიფიქროთ 2-3 სიტუაციური ამოცანა წილადების შესახებ.
7)დავამზადოთ/შევქმნათ წილადების მოდელები
8)პროფესიები,სადაც წილადებს გამოვიყენებთ-მუსიკა
და წილადები,კულინარია და წილადები და ა.შ.
9)ინტერვიუ-ექიმთან,მზარეულთან,ფარმაცევთტან.(აუდიო-ვიდეო
მასალა.
10)პრეზენტაცია.
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოსწავლე თავს მოუყრის ერთად წილადების შესახებ შესწავლილ
მასალას.შეიქმნება მოდელები,ნახატები,ცნობარები,პოსტერები,ბროშურები, აუდიო და ვიდეო
მასალები წილადების შესახებ.
|
მიზნობრივი
ჯგუფი
|
Vა
და Vბ კლასის მოსწავლეები და მათემატიკის მასწავლებელი.
|
ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მიმართულება
:რიცხვები და მოქმედებები
მათ. V.2 მოსწავლეს
შეუძლია წილადების წაკითხვა,გამოსახვა,შეფასება, შედარება და დალაგება
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
2.1. კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ
და შერეულ წილადებს;უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
2.2.გამოსახავს ერთეულის ნაწილებსრიცხვით სხივზე და
აღნიშნავს ტოლ ნაწილებს;ითვლის ასეთ ნაწილებს შესაბამისი ბიჯით(მათ შორის ერთეულის
გავლით)
2.3.ადარებს ორ წილადს,მათშორის წილადის ძრითადი თვისების
გამოყენებით;
2.4.წერს შრეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და
პირიქით;ახდენს (წესიერი)წილადის ცნების სხვადასხვა ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ
შორის კავშირებზე(წილადი,როგორცცცცც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი,ერთეულის
ნაწილი,მთლიანი ჯგუფის ქვეჯგუფი და როგორც ,,რიცხვით ხაზზე’’გარკვეული ადგილი).
3.1.ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და
იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადეკვატურ ხერხს;ნაშთით გაყოფის
შემთხვევაში ადგენს ნაშთის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
3.2.ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე
არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას
მოდელის გამოყენებიტ(მაგ.ნამცხვრის ნჭრები)
3.3.მსჯელობს,თუ როგორ იცვლება წილადი მისი მნისვნელის
ან მხოლოდ მრიცხველის,,ჯერ/-ით გაზრდით ან შემცირებით;ასაბუთებს პასუხს(მაგ.მოდელის
გამოყენებით)
|
პროექტის
შეფასების კრიტერიუმები
|
1)მათემატიკური
მოთხოვნები-სრულად და უშეცდომოდ არის შესრულებული.
2)მართლწერა-სტანდარტული
წესების დაცვა.
3)პრეზენტაცია-ეფექტური
და ორგანიზებული.
|
პროექტის
შესრულების ვადები/ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ხათუნა ახვერდაშვილი
|
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
otoelene5555@gmail.com
|
No comments:
Post a Comment