სამოდელო გაკვეთილის გეგმა: 30.03.2018
სწავლების საფეხური/კლასი:VI
საჭირო დრო:45 წთ; 1 გაკვეთილი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე.
პედაგოგი: ხათუნა ახვერდაშვილი.
გაკვეთილის თემა: ღერძული სიმეტრია
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო-ინტეგრირებული, მათემატიკა -სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს სიმეტრიის ცნებას;შეძლოს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე; სიმეტრიული ფიგურის მიხედვით სიმეტრიის ღერძის აღდგენა;სიმეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების გამოსახვა.გაიფართოვოს თვალსაწიერი-სიმეტრია შენიშნოს ყოფა-ცხოვრებაში.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ ჩვევები: გეომეტრიული ფიგურების-წერტილი, წრფე, სხივი,მონაკვეთი,კუთხე, მრავალკუთხედების-ამოცნობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: მათემატიკა მათ. VI. 8. ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: • აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე. • პოულობს ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს და ასაბუთებს პასუხს.(მაგ.გადაკეცვით,სარკის გამოყენებით). სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ს.გ. VI .1.მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე • აკვირდება და ასახავს საგანთა თანაფარდობას და პროპორციას(მარტივად). • ქმნის მრავალფიგურიან კომპოზიციებს. ს.გ. VI.7.მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღბული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე • საუბრობს საკუთარი და სხვის ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე(ჟანრი,ტექნიკა,მასალა,კოლორიტი,კომპოზიციური განაწილება.)
აქტივობები :I აქტივობა-საშინაო დავალების შემოწმება;
II აქტივობა- გაკვეთილის თემისა და მიზნის ჩამოყალიბება-მონიტორზე სლაიდის საშუალებით. IIIაქტივობა-შეფასების კრიტერიუმების გაცნობა-მონიტორზე სლაიდის საშუალებით. IV-,,მინი ლექცია’’-სიმეტრიის იდეის,ცნების გაცნობა,-მონიტორზე სლაიდის საშუალებით.ექსპერიმენტის ჩატარება-გადაკეცვისა და სარკის გამოყენებით.გეომეტრიული ფიგურების ღერძის მიმართ სიმეტრიული ფიგურების აგება,წესის ჩამოყალიბება.V -,,სწავლა კეთებით და შეხებით“ -გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების დადგენა და გამოსახვა.მოსწავლეებს ვურიგებ მუყაოს ფერადი ქაღალდისგან დამზადებულ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს და ვთხოვ დაადგინონ რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს ფიგურას და გამოსახონ ეს ღერძები,წარმოადგინონ თვალსაჩინოდ.VI-,,წყვილებში მუშაობა’’-ბარათებზე მომზადებული სავარჯიშოების შესრულება. VII -,,ინდივიდუალური მუშაობა’’ -გამოყენება ყოფა- ცხოვრებაში,კონკრეტულად კავშირი ხელოვნებასთან.მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოწერონ ხელოვნებაში სად შეიძლება შეგვხვდეს ღერძული სიმეტრია და რაში გამოიყენება.ამის შემდეგ ვთავაზობ მათ ჩემ მიერ მომზადებულ რესურსს- სლაიდის საშუალებით პრეზენტაცია,შეჯამება. VIII-შეფასება; IX -საშინაო დავალება-კავშირი ხელოვნებასთან,სიმეტრიული ბრტყელი ფიგურებით შექმნან რაიმე ლამაზი აპლიკაცია ან დახატონ სურათი, სადაც მოცემული იქნება სიმეტრიული კომპოზიცია.
მოსწავლეთა ორგანიზება :მუშაობა მთელ კლასთან,ინდივიდუალურად,წყვილებში.
დროის ორგანიზება: I-2წთ; II-1წთ;III-2წთ;IV-5წთ; V-12წთ;VI-7წთ;VII-12წთ;VIII-3წთ,IX-1წთ.
შეფასება :განმავითარებელი და განმსაზღვრელი.სწავლის პროცესს ვაკვირდები ინდივიდუალურად და წყვილებში მუშაობისას მონიტორინგის ფურცლის საშუალებით.ასევე აქტივობების დასარულების შემდეგ შეფასებას ვაკეთებთ ,,ცერების ტექნიკით’’.
რესურსები:დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,რვეული,კალამი,ფანქარი,სახაზავი,ლეპტოპი,პროექტორი, ბარათებზე მომზადებული სავარჯიშოები წყვილებში სამუშაოდ,მელანი,სარკე, დიდი ნემსი,უჯრიანი ფურცლები, მუყაოს ქაღალდებისგან დამზადებული გეომეტრიული ფიგურების მოდელები,ჩემ მიერ მომზადებული რესურსი-,,სიმეტრიის ღერძები,, და სლაიდ შოუ-’’ღერძული სიმეტრია,, ,მარკერები,შეფასების რუბრიკა,მონიტორინგის ფურცელი.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა და აღეძვრებათ ინტერესი ღერძული სიმეტრიის შესახებ და გამოიყენებენ ამ საკითხს ყოფა- ცხოვრებაში-ხელოვნებაში,ამოცანების ამოხსნაში.
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და
გვარი,პირადი ნომერი: ხათუნა ახვერდაშვილი პ/ნ 36001004486
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/VIბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
19 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე
არ გვყავს
გაკვეთილის თემა: სვეტოვანი და წრიული დიაგრამები
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი-მათემატიკა-ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები,ისტ-ი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე გაიწაფოს კლასიფიცირებული მონაცემების სვეტოვანი
და წრიული დიაგრამით წარმოდგენაში;დიაგრამებით წარმოდგენილი მონაცემების აღწერაში;გაიაზროს
ამ მასალის აქტუალურობა;გაეცნოს რიცხვის ჩაწერის ფორმას-პროცენტს.გაიწაფოს რიცხვის
პროცენტის სახით ჩაწერაში და პროცენტით წარმოდგენილი რიცხვის წილადის სახით ჩაწერაში.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან:რა
არის სვეტოვნი დიაგრამა,როგორ უნდა აიგოს ის,რისთვის არის საჭირო.
მოსწავლეებს აქვთ
უნარები:კომპიუტერთან მუშაობის,ინფორმაციის მოძიების.
სასწავლო მასალები და საჭირო რესურსები: კომპიუტერები,პროექტორი,სლაიდებისგან
მომზადებული პრეზენტაცია მთელი გაკვეთილის
მსვლელობისას, ფლიპჩარტი, მარკერები,შუქნიშნის ბარათები,გამოსაძახებელი ჩხირები,საშინაო
დავალების რვეულები,კალამი,ფანქარი,სახაზავი,სახელმძღვანელო,ბარათებზე მომზადებული
სავარჯიშოები,თაბახის ფურცლები,ჩემ მიერ მომზადებული თვალსაჩინოება-მოდელები სვეტოვანი
და წრიული დიაგრამის,წრის და წრიული დიაგრამის
მოდელები,გასასვლელი ბილეთები;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1
|
გაკვეთილი იწყება მისალმებით და დავალების შესრულებით კომპიუტერებთან-წინარე
ცოდნის გააქტიურება,რომელიც მოსწავლეებს მაგიდაზე ხვდებათ და ასევე მონიტორზეა გამოსახული.სანამ
მოსწავლეები დავალებას ასრულებენ მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.ამოწმებს
საშინაო დავალებას.
შუქნიშნის ბარათების გამოყენება.
|
მათემატიკური სტარტერი.
|
ინდივიდუალური.
|
კომპიუტერები,პროექტორი,საკლასო ჟურნალი,საშინაო დავალების რვეულები.
შუქნიშნის ბარათები.
|
5წთ
|
მოტივაციისა და ინტერესის აღძვრა და წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
2
|
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის ტიპს,თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
მინი ლექცია,
პრეზენტაცია სლაიდებით.
|
საერთო საკლასო.
|
კომპიუტერი,პროექტორი, მასწავლებლის მომზადებული შესაბამისი სლაიდები
პრეზენტაციისთვის;
|
4 წთ.
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის ტიპს,თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
3
|
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს წრიულ დიაგრამას,კომპიუტერის დახმარებით
აგებენ წრიულ დიაგრამას და ეცნობიან ახალ ცნებას ,,პროცენტს“, ,,პროცენტის’’ შესახებ
მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით და კითხვა -პასუხის რეჟიმში პასუხების სისწორეს
მოსწავლეები აფასებენ ,,ცერების ტექნიკით“.
|
კონსტრუქრივისტული მეთოდი.მინი ლექცია,კითხვებზე-პასუხი.
|
ინდივიდუალური.საერთო საკლასო.
|
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები,პროექტორი.ფლიპჩარტი,მარკერები,კალმები,საშინაო
დავალების რვეულები.
|
8წთ.
|
მოსწავლეები გაეცნობიან მონაცემთა წარმოდგენის ხერხს-წრიულ დიაგრამას,მასთან
დაკავშირებულ ახალ ცნებას ,,პროცენტს’’.განივითარებენ კომპიუტერის დახმარებით დიაგრამების
აგების და ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევებს.
|
4
|
მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს პროცენტებზე,მსჯელობენ მათ შესახებ.მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს წრიული დიაგრამის მოდელებს
და სთხოვს წილადი რიცხვებით ჩაწერილი მონაცემები ჩაწერონ პროცენტის სახით.ასევე წრის
მოდელებზე გამოსახონ კლასში ბიჭებისა და გოგონების განაწილება პროცენტულად. მასწავლებელი
უჩვენებს მოსწავლეებს მის მიერ დამზადებულ სვეტოვანი და წრიული დიაგრამების მოდელებს
და სთხოვს შეადარონ ისინი ერთმანეთს.
|
სავარჯიშოების შესრულება, ვენის -დიაგრამა.
|
ინდივიდუალური მუშაობა,წყვილებში მუშაობა.
|
ფლიპჩარტი,მარკერები,კალამი.წრიული დიაგრამის და წრის მოდელები,მასწავლებლის
მიერ მომზადებული
სვეტოვანი და წრიული დიაგრამის მაკეტები.
|
14წთ.
|
სააზროვნო უნარების განვითარება.
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ სად გვხვდება ყოფა- ცხოვრებაში
და რაში იყენებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს,პროცენტებს.
|
კითხვაზე ზეპირი პასუხები.
|
საერთო საკლასო.ინდივიდუალური.
|
3წთ.
|
საგანთშორისი კავშირების დანახვა.ტრანსფერის უნარის განვითარება.
|
|
6
|
შეჯამება- დასკვნის გაკეთება,საშინაო
დავალების მიცემა.
|
გასასვლელი ბილეთების შევსება.
|
ინდივიდუალური,საერთო საკლასო.
|
გასასვლელი ბილეთები.სახელმძღვანელო.
|
3წთ.
|
რა ისწავლეს გაკვეთილზე?რა მთავარ საკითხებზე იყო საუბარი?რას ფიქრობთ
ნასწავლ საკითხზე?
|
7
|
მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასება.
|
მსჯელობა და კომენტარი.
|
მასწავლებელი.
|
შეფასების კრიტერიუმები.
|
3წთ.
|
გაკვეთილს და მისი მიზნის მიღწევას
შეაფასებს მასწავლებელი .
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მატემატიკა
მათ VI.12.
აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·
ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას
(გარდა დისკრეტულრაოდენობრივ მონაცემთა ინტერვალებად დაჯგუფებისა) და დალაგებას.
·
აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები
იძლევა სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას).
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები,ისტ-ი.
ისტ-ი.2. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტ-ის
ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება.
შეფასება: კითხვებზე პასუხი
- ,,ცერების ტექნიკით”.
სვეტოვანი და წრიული დიაგრამები
შეფასების კრიტერიუმები
გაკვეთილზე
მუშაობაში ჩართულობა და აქტიურობა
|
დაბალი
3-4-5
ქულა
|
საშუალო
6-7-8
ქულა
|
მაღალი
8-9-10
ქულა
|
ცნებებისა
და დებულებების გამოყენება,მსჯელობა-დასაბუთება
|
დაბალი
3-4-5
ქულა
|
საშუალო
6-7-8
ქულა
|
მაღალი
8-9-10
ქულა
|
მათემატიკური
ობიექტების წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა
|
დაბალი
3-4-5
ქულა
|
საშუალო
6-7-8
ქულა
|
მაღალი
8-9-10
ქულა
|
კომპიუტერული
უნარ -ჩვევების ფლობა
|
დაბალი
3-4-5
ქულა
|
საშუალო
6-7-8
ქულა
|
მაღალი
8-9-10
ქულა
|
გასასვლელი
ბილეთები
1)
რა
ისწავლეთ გაკვეთილზე?
2)
რა
მთავარ საკითხებზე იყო საუბარი?
3)
რას
ფიქრობთ ნასწავლ საკითხზე?
მასალები: მათემატიკური
სტარტერი
შეასრულეთ დავალება
შეასრულეთ დავალება
•
შედით
Start მენიუში
•
აირჩიეთ
Microsoft Offis Word პროგრამა
•
შედით
insert Chart Column.OK
•
გაისნება
Microsoft Offis Excel ფანჯარა
•
შეიტანეთ
მონაცემები და ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა.B1უჯრაში ჩაწერეთ საყვარელი ფერები,A2-ში წითელი,A3-ში ყვითელი, A4-ში მწვანე , A5-ში ლურჯი, B2-ში 50,B3-ში 25, B4 -ში 5, B5-ში 20.insert.
ხელმოწერა: / ხათუნა ახვერდაშვილი/
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ვფიქრობ,ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე:სვეტოვანი
და წრიული დიაგრამები, კარგად იყო დაგეგმილი.გაკვეთილის მიზნები სრულად შეესაბამებოდა
სამოდელო გაკვეთილის ტიპს-ინტეგრირებული ისტ-ი სთან და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
შედეგებს.ასევე აქტივობები,სტრატეგიები,კლასის ორგანიზების ფორმები შეესაბამებოდა ერთმანეთს
და ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.
რადგანაც გაკვეთილი მიმდინარეობდა კომპიუტერებთან იწვევდა
მოსწავლეების ინტერესს,სიახლისა და აქტუალურობის ელემენტების შემოტანითა და ცნობისმოყვარეობის
გაღვივებით,რაც მოსწავლეთა უწყვეტ ჩართულობას უზრუნველყოფდა.
რადგანაც გაკვეთილი მხოლოდ დაბალი სააზროვნო უნარებით
არ შემოიფარგლა, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს მაღალი დონის (ბლუმის ტაქსონომია), სააზროვნო უნარები:
ანალიტიკური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. გამოიმუშავეს ტრანსფერის უნარი-საგანთშორისი
კავშირები.
ჩემი აზრით,გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ის რომ მოსწავლეები
მუშაობდნენ კომპიუტერებთან,თვითონ აგებდნენ ახალ ცოდნას,მოიძიებდნენ ინფორმაციას და
მსჯელობდნენ და აკეთებდნენ დასკვნებს.საგანთშორისი ინტეგრირება სავსებით ლოგიკური იყო.
გაკვეთილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა.დრო კარგად
იყო გადანაწილებული აქტივობებზე.
ჩემი აზრით გაკვეთილის სუსტი მხარე იყო ის, რომ განმავითარებელი
შეფასებები არ იყო კონკრეტულად ფორმულირებული.მომავალში მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისას
ყურადღებას გავამახვილებ განმავითარებელ შეფასებაზე.
No comments:
Post a Comment